вторник, 17 июля 2018 г.

პროექტი-კვებითი ჯაჭვი


1.       პროექტის სახელწოდება: კვებითი ჯაჭვი
2.       პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები ბუნებრივ პირობებში გაეცნონ კვებით ჯაჭვებს. დააკვირდნენ და აღწერონ კვებითი ჯაჭვები.
3.       პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი გარემოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების ერთმანეთთან კვებითი ნიშნით დაკავშირებისა.
4.       პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიხსენებენ თუ რა ტიპის ცხოველები არსებობებ კვების ტიპის მიხედვით. შეძლებენ მარტივი კვებითი ჯაჭვის აგებას. გაეცნობიან კვებით ჯაჭვთან დაკავშირებულ ტერმინებს. შეძლებისდაგვარად დააკვირდებიან კვებით ჯაჭვს ბუნებაში.
5.       მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 11-12 წლის მოსწავლეები.
6.       ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის განხორციელებას დასჭირდება ოთხი კვირა.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე შეადგინონ  მარტივ კვებით ჯაჭვები სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით; შეძლებენ ამოიცნონ და დაასახელონ ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითი; განასხვავებენ ცხოველებს კვების ნირის მიხედვით; გამოიმუშავებენ დაკვირვების, აღწერის, კლასიფიცირების, კომუნიკაციის, მონაცემთა ანალიზისა და პრეზენტაციის უნარებს. პროექტის შედეგად შეიქმნება თვალსაჩინოებები, სლაიდშოუ და ვიდეოკოლაჟი.
8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, ფოტო და ვიდეოკამერა, კომპიუტერი, ფლიპჩარტი, მარკერები.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
·         მოსწავლეებისთვის პროექტის მიზნების გაცნობა და მათი დაყოფა ჯგუფებად;
·         სტუმრობა ეკოლოგიის ინსტიტუტში;
·         ლაშქრობა გარდაბნის ნაკრძალში;
·         მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების მომზადება და მათი წარდგენა აუდიტორიისთვის.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  ბუნ.VI.1.მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს  მარტივი კვებითი კავშირები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს მარტივ კვებით ჯაჭვებს (მაგ., ბალახი - კალია - ხვლიკი - გველი - არწივი) სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით;
·         ამოიცნობს და ასახელებს ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითს;
·         განასხვავებს ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი), მსჯელობს ადამიანის კვების თავისებურებაზე.
·         ცოდნა - მოსწავლეებს ეცოდინებათ რა ჯგუფებად იყოფა ცხოველები კვების ტიპის მიხედვით; რა არის კვებით ჯაჭვი; რა წარმოადგენს კვებითი ჯაჭვის სტრუქტურულ ერთეულებს.
·         უნარ-ჩვევები - მოსწავლეები გამოიმუშავებენ: დაკვირვების, აღწერის, კლასიფიცირების, კომუნიკაციის, მონაცემთა ანალიზისა და პრეზენტაციის უნარებს.
·         დამოკიდებულებები - გაუჩნდებათ ინტერესი გარემოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების ერთმანეთთან კვებითი ნიშნით დაკავშირებისა.
11.   პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ ხეჩიკაშვილი. ქ. გარდაბნის #4 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პეგადოგი.
12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xechikashvilitamari@gmail.com
13.   პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

პროექტის განხორციელების გეგმა 

вторник, 10 июля 2018 г.

გაკვეთილი ,,კვებითი ჯაჭვი"

გაკვეთილი თემაზე ,,კვებითი ჯაჭვი" - ჩატარდა 2017 წლის 12 ოქტომბერს მე-6 კლასის მოსწავლეებთან.
მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ, თუ რა ტიპის ცხოველები არსებობს კვების მიხედვით; როგორ მოიპოვებენ ცოცხალი ორგანიზმები საკვებს; შეადგინონ მარტივი კვებითი ჯაჭვები, გაეცნონ ახალ ტერმინებს.