вторник, 17 июля 2018 г.

პროექტი-კვებითი ჯაჭვი


1.       პროექტის სახელწოდება: კვებითი ჯაჭვი
2.       პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები ბუნებრივ პირობებში გაეცნონ კვებით ჯაჭვებს. დააკვირდნენ და აღწერონ კვებითი ჯაჭვები.
3.       პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი გარემოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების ერთმანეთთან კვებითი ნიშნით დაკავშირებისა.
4.       პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიხსენებენ თუ რა ტიპის ცხოველები არსებობებ კვების ტიპის მიხედვით. შეძლებენ მარტივი კვებითი ჯაჭვის აგებას. გაეცნობიან კვებით ჯაჭვთან დაკავშირებულ ტერმინებს. შეძლებისდაგვარად დააკვირდებიან კვებით ჯაჭვს ბუნებაში.
5.       მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 11-12 წლის მოსწავლეები.
6.       ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის განხორციელებას დასჭირდება ოთხი კვირა.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე შეადგინონ  მარტივ კვებით ჯაჭვებ სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით; შეძლებენ ამოიცნონ და დაასახელონ ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითი; განასხვავებენ ცხოველებს კვების ნირის მიხედვით; გამოიმუშავებენ დაკვირვების, აღწერის, კლასიფიცირების, კომუნიკაციის, მონაცემთა ანალიზისა და პრეზენტაციის უნარებს. პროექტის შედეგად შეიქმნება თვალსაჩინოებები, სლაიდშოუ და ვიდეოკოლაჟი.
8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებიპროექტორი, ფოტო და ვიდეოკამერა, კომპიუტერი, ფლიპჩარტი, მარკერები.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
·         მოსწავლეებისთვის პროექტის მიზნების გაცნობა და მათი დაყოფა ჯგუფებად;
·         სტუმრობა ეკოლოგიის ინსტიტუტში;
·         ლაშქრობა გარდაბნის ნაკრძალში;
·         მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების მომზადება და მათი წარდგენა აუდიტორიისთვის.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  ბუნ.VI.1.მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს  მარტივი კვებითი კავშირები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს მარტივ კვებით ჯაჭვებს (მაგ., ბალახი - კალია - ხვლიკი - გველი - არწივი) სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით;
·         ამოიცნობს და ასახელებს ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითს;
·         განასხვავებს ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი), მსჯელობს ადამიანის კვების თავისებურებაზე.
·         ცოდნა - მოსწავლეებს ეცოდინებათ რა ჯგუფებად იყოფა ცხოველები კვების ტიპის მიხედვით; რა არის კვებით ჯაჭვი; რა წარმოადგენს კვებითი ჯაჭვის სტრუქტურულ ერთეულებს.
·         უნარ-ჩვევები - მოსწავლეები გამოიმუშავებენ: დაკვირვების, აღწერის, კლასიფიცირების, კომუნიკაციის, მონაცემთა ანალიზისა და პრეზენტაციის უნარებს.
·         დამოკიდებულებები - გაუჩნდებათ ინტერესი გარემოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების ერთმანეთთან კვებითი ნიშნით დაკავშირებისა.
11.   პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ ხეჩიკაშვილი. ქ. გარდაბნის #4 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პეგადოგი.
12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xechikashvilitamari@gmail.com
13.   პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

პროექტის განხორციელების გეგმა 

вторник, 10 июля 2018 г.

გაკვეთილი ,,კვებითი ჯაჭვი"

გაკვეთილი თემაზე ,,კვებითი ჯაჭვი" - ჩატარდა 2017 წლის 12 ოქტომბერს მე-6 კლასის მოსწავლეებთან.
მიზანიმოსწავლეებმა გაიხსენონ, თუ რა ტიპის ცხოველები არსებობს კვების მიხედვით; როგორ მოიპოვებენ ცოცხალი ორგანიზმები საკვებს; შეადგინონ მარტივი კვებითი ჯაჭვები, გაეცნონ ახალ ტერმინებს.