1.
პროექტის სახელწოდება: კვებითი ჯაჭვი
2.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები
ბუნებრივ პირობებში გაეცნონ კვებით ჯაჭვებს. დააკვირდნენ და აღწერონ კვებითი ჯაჭვები.
3.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი გარემოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების
ერთმანეთთან კვებითი ნიშნით დაკავშირებისა.
4.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები
გაიხსენებენ თუ რა ტიპის ცხოველები არსებობებ კვების ტიპის მიხედვით. შეძლებენ
მარტივი კვებითი ჯაჭვის აგებას. გაეცნობიან კვებით ჯაჭვთან დაკავშირებულ
ტერმინებს. შეძლებისდაგვარად დააკვირდებიან კვებით ჯაჭვს ბუნებაში.
5.
მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას
მიიღებენ 11-12 წლის მოსწავლეები.
6.
ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის განხორციელებას დასჭირდება ოთხი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ
ნაცნობი ბუნებრივი გარემოს
მაგალითზე შეადგინონ მარტივ კვებით ჯაჭვები სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით; შეძლებენ ამოიცნონ და დაასახელონ ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის
რამდენიმე მაგალითი; განასხვავებენ ცხოველებს კვების ნირის მიხედვით; გამოიმუშავებენ დაკვირვების,
აღწერის, კლასიფიცირების, კომუნიკაციის, მონაცემთა ანალიზისა და პრეზენტაციის უნარებს.
პროექტის შედეგად შეიქმნება თვალსაჩინოებები, სლაიდშოუ და ვიდეოკოლაჟი.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, ფოტო და ვიდეოკამერა, კომპიუტერი, ფლიპჩარტი, მარკერები.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·
მოსწავლეებისთვის
პროექტის მიზნების გაცნობა და მათი დაყოფა ჯგუფებად;
·
სტუმრობა
ეკოლოგიის ინსტიტუტში;
·
ლაშქრობა
გარდაბნის ნაკრძალში;
·
მოსწავლეების
მიერ პრეზენტაციების მომზადება და მათი წარდგენა აუდიტორიისთვის.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი: ბუნ.VI.1.მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს მარტივი კვებითი კავშირები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ნაცნობი
ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს მარტივ კვებით ჯაჭვებს (მაგ., ბალახი - კალია - ხვლიკი - გველი - არწივი) სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით;
·
ამოიცნობს და
ასახელებს ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითს;
·
განასხვავებს
ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი),
მსჯელობს ადამიანის კვების თავისებურებაზე.
·
ცოდნა - მოსწავლეებს
ეცოდინებათ რა ჯგუფებად იყოფა ცხოველები კვების ტიპის მიხედვით; რა არის კვებით ჯაჭვი;
რა წარმოადგენს კვებითი ჯაჭვის სტრუქტურულ ერთეულებს.
·
უნარ-ჩვევები - მოსწავლეები გამოიმუშავებენ: დაკვირვების,
აღწერის, კლასიფიცირების, კომუნიკაციის, მონაცემთა ანალიზისა და პრეზენტაციის უნარებს.
·
დამოკიდებულებები - გაუჩნდებათ ინტერესი გარემოში არსებული
ცოცხალი ორგანიზმების ერთმანეთთან კვებითი ნიშნით დაკავშირებისა.
11.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ ხეჩიკაშვილი. ქ. გარდაბნის #4 საჯარო სკოლის
ბიოლოგიის პეგადოგი.
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xechikashvilitamari@gmail.com
13.
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
საინტერესოა
ОтветитьУдалить